27 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია წარადგინა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია წარადგინა. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავარ კონკურენტად კვლავაც ჩინეთი რჩება, რომელსაც "გააჩნია განზრახვა, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და ასევე, აქვს მზარდი ძალაუფლება ამის გასაკეთებლად".

რუსეთს არ შეუძლია, სისტემატიურად გამოიწვიოს აშშ გრძელვადიან პერსპექტივში. რუსეთის მთავრობა, რომელიც მეზობლების დამოუკიდებლობას ვერ იტანს, ისწრაფვის, გამოიყენოს ძალა საზღვრების შესაცვლელად და იმპერიალისტური გავლენების სფეროების აღდგენას. რუსეთს აქვს ტერიტორიული აგრესიის ისტორია, რომელი მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული ომის ესკალაციას“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში.

დოკუმენტშია აღნიშნულია, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის არის აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ სტრატეგიული თავდასხმების შეკავება.

"ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოვახდინოთ საშუალებების მოდერნიზება, გავაძლიეროთ ურთიერთთავსებადობა, გავაუმჯობესოთ მედეგობა თავდასხმებისადმი, გავუზიაროთ სადაზვერვო მონაცემები და გაფართოვდეს ბირთვული შეკავება. მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მხარს დაუჭერს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეაგირების შესაძლებლობების შემუშავებისა და საფასურის დაწესებისკენ,"- აღნიშნულია დოკუმენტში.

დღის ამბები