ლონდონის "არსენალის" ცენტრალური მცველი, პაბლო მარი დანით დაჭრეს - ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
არსებული ცნობით, შემთხვევა იტალიაში, ქალაქ მილანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში მოხდა. მარისთან ერთად დაჭრილია 5 ადამიანი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
29 წლის ცენტრალური მცველი იჯარის წესით "მონცაში" თამაშობს.