აზერბაიჯანული ენერგორესურსებით და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით სულ უფრო მეტი ქვეყანაა დაინტერესებული. რუსეთის ომმა უკრაინაში მსოფლიო ენერგეტიკის რუკა და მომავალი შეცვალა.
ილჰამ ალიევს საქართველომდე ხანგრძლივი ტური შუა აზიაში ჰქონდა და ეს ვიზიტიც რეგიონის ენერგეტიკულ ჰაბად ქცევას ეხებოდა., ჩვენი ქვეყნის პოტენციალი კი თბილისს ბაქოს მთავარ პარტნიორად აქცევს.
საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო - საუბარია ყველაფერზე. დღემდე საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ენერგეტიკულ რესურსზე მნიშვნელოვანი აქცენტი არ კეთდებოდა.
მას შემდეგ, რაც ევროპაში ალტერნატიული გზების მოძიებაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რათა მომარაგდეს ევროპა ნავთობპროდუქტებით, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს სატრანზიტო როლი ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ილჰამ ალიევმაც ისაუბრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ მაქსიმალურად ეცდება ქვეყანა დატვირთოს იმ მილსადენების მნიშვნელობა და გამტარუნარიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. კერძოდ, კასპიის ზღვაში არსებულ ნავთობპროდუქტებსა და მარაგებს გადაიტანს ხმელთაშუა ზღვაში.