27 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ფორუმზე, რომლის ორგანიზატორია "ანადოლუ ეჯენსი", მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა. შეხვედრაზე სიტყვით 12 ჟურნალისტი გამოვიდა და კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მათ შორის იყო "რუსთავი2-ის" ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელმაც საუბრისას ძირითადი ყურადღება უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიაზე გაამახვილა. 

როგორ უნდა იმუშაო ომში ისე, რომ პირველ რიგში გადარჩე და შემდეგ მაყურებელს დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდო, რა უნდა გაითვალისწინო უსაფრთხოებისთვის და რა პრობლემები ახლავს ომში მუშაობას - ეს ის საკითხებია, რომელიც ფორუმზე განიხილეს. 

ჟურნალისტებმა ომში დაღუპული კოლეგები გაიხსენეს, ძირითადი მიმართულება კი, უკრაინაში რუსეთის აგრესია იყო.

ასევე საუბარი ეხებოდა სირიაში, პაკისტანში, ავღანეთსა და აფრიკაში ტერორისტების ქმედებებს და ადგილზე  ჟურნალისტების მუშაობას. 

დღის ამბები