27 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
ფემიციდის კიდევ ერთი საზარელი შემთხვევა კახეთში -  "კურიერმა" ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მთავარი მოწმე იპოვა

წნორში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მთავარი მოწმე "კურიერმა" იპოვა. მამაკაცი იმ ავტომობილის მძღოლია, რომლითაც მერი ალადაშვილი ძმებთან ერთად, მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაადგილდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ძმებს შორის, სწორედ ქემაშვილის ავტომობილში დაიწყო, მანქანიდან გადასული ძმების გაშველებას და ცდილობდა, თუმცა ერთ-ერთი ძმის მხრიდან, ფიზიკური ძალადობის შედეგად მერი ალადაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. კურიერს შალვა ქემაშვილმა, სატელეფონო ინტერვიუში მომხდარის დეტალები ექსკლუზიურად მოუყვა.

შემთხვევის ადგილას პოლიცია სწორედ ავტომობილის მძღოლმა გამოიძახა. სამართალდამცველებმა მოკლულის ძმა, ზურა ალადაშვილი ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებამდე კი სავარაუდო დამნაშავემ პირველი ზარი დედასთან განახორციელა და მომხდარის შესახებ უამბო. 

ეთერ ნახილოვი "კურიერს" უყვება, რომ შვილმა გზიდან რამდენჯერმე დაურეკა, თუმცა კონფლიქტის შესახებ არაფერი უთქვამს. იცოდა, რომ შვილები არყის გამოსახდელად იყვნენ წასულები და სახლში მალე უნდა მიბრუნებულიყვნენ. ქალი ამბობს, რომ და-ძმას შორის უთანხმოება მანამდე არ ყოფილა.

ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ამბავი სოფელ წნორში გამთენიისას გაიგეს, მაშინ როდესაც ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები გამოჩდნენ. ადგილობრივები ყვებიან, რომ თავდაპირველად ძმებს შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

მერი ალადაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ზურა ალადაშვილი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია, ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. 

 

დღის ამბები