27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
სიღნაღში ძმამ და მოკლა - რას ამბობს "კურიერთან" დაკავებულის დედა

"კურიერმა" კახეთში მომხდარი მკვლელობის ამბავზე თვითმხილველი ჩაწერა. ეს არის მამაკაცი, რომლის ავტომობილითაც გადაადგილდებოდნენ დედ-მამის შვილები. თვითმხილველის შალვა ქემაშვილის ინფორმაციით, ისინი წასულები იყვნენ სტუმრად, სოფელში დაბრუნების დროს კი დაპირისპირება ძმებს შორის დაიწყო, დამ გაშველება სცადა და სწორედ ამ დროს მიაყენა ერთ-ერთმა ძმამ მას სასიკვდილო დაზიანებები.

გარდა ამისა, "კურიერი" ესაუბრა დაკავებულის დედასაც. ქალი დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ქალმა ფიზიკური დაზიანებები შელაპარაკების დროს, გაშველებისას მიიღო. მისი თქმით, მომხდარი უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

"რაღაცაზე ლაპარაკობდნენ ალბათ, ის სხვას ამბობდა, ის სხვასო. კარგით რა მოგივიდათო, მე ვუთხარიო. მე ახლა ჩამოვალ და ტაქსით წავალ მაშინო, ჩემს ზურიკოს უთქვამს. მოდი კარგი დაჯექიო, მერიც გადმოჰყოლია. [სოსოს და ზურიკოს] შორის მერი ჩამდგარა. მოდი შენ მომცილდი აქედანო, ხელი გამოეკრა. [მერი] ასე უღონოდ როგორ იდგა არ ვიცი," - ამბობს დაკავებულის დედა.

ცნობისთვის, კახეთში ძმამ და მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები