27 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ პროცესი ჩატარდება ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

"ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს დაუწესა ძალიან მჭიდრო ვადები. გუშინ მქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ხვალაც მივალ პარლამენტში. რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და მათ უნდა იმუშაონ ძალიან კონსტრუქციულად.

შეფასების პროცესი მომავალ წელს განხორციელდება. პირველი შეფასება იქნება ევროკომისიისგან, შემდეგ კი მას განიხილავენ ევროპელი ლიდერები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე," - აცხადებს ელჩი.

დღის ამბები