27 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
"აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს, თუმცა ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში"- ლევან ქარუმიძე

პარლამენტის წევრი ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერილს აქვეყნებს და აცხადებს, აშშ-ის ყოფილ ელჩს უნდა ესმოდეს, რომ ომს მასზე გავლენა არ აქვს, თუმცა ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე. 

ამასთან, როგორც ლევან ქარუმიძე აღნიშნავს, უკრაინელი ხალხი სამართალს იპოვის და რუსეთი ჩადენილი ბოროტების გამო დაისჯება. 

"აშშ-ის ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონალური სამშვიდობო ინიციატივები. ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს, თუმცა ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში.

თუ ადამიანს არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, მინიმუმ უნდა ეცადო რომ ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო. უკრაინელი ხალხი იპოვის სამართალს და რუსეთი დაისჯება იმ ბოროტების გამო, რომელსაც ის ავრცელებს. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობას ვერ ექნება ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა ძლიერი ევროპა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავამკვიდროთ მშვიდობა!" - აცხადებს ლევან ქარუმიძე.

დღის ამბები