27 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული იყო" - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობა იყო.

როგორც ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი ბრიფინგის დროს აღნიშნა, ეს საზიანო გადაწყვეტილებაა. ამასთან, ორბანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. 

"ჩვენ დღეს გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. ჩვენ უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე. საქართველოს მოსაზრებაც იგივეა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ, ეხება ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებას და წევრობის სურვილს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში. დისკრიმინაციული იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას, არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული მორალურად და ეს არის საზიანო გადაწვეტილება. ჩვენი სტუმარი [ირაკლი ღარიბაშვილი] და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია და ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იყო უპატივცემულო ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით," - განცხადა ვიქტორ ორბანმა.

დღის ამბები