27 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"ირაკლი ხახუბიას სახით ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა" - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პრემიერის განცხადებით, დეპუტატის გარდაცვალებით ქვეყანამ მაღალი რანგის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი დაკარგა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო.

მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები