27 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის პარტნიორად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით - ნედ პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ამერიკელი ხალხი ქართველების მიმართ სოლიდარულია - განცხადებას ნედ პრაისი აკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს კითხვა დაუსვეს მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან აღნიშნა, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტსა და უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას შორის საქართველოს გარკვეული მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

ნედ პრაისის თქმით, ამერიკა ღიაა საქართველოს მთავრობასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობის მიმართულებით. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ ამაში დავეხმაროთ - აცხადებს პრესსპიკერი.

"ეს ადმინისტრაცია და ამერიკელი ხალხი, ჩვენ ერთად ვრჩებით ქართველის ხალხის მიმართ სოლიდარულები. ეს არის ის, რაც წარმოადგენს თანმიმდევრულ, წარმატებულ ადმინისტრაციებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მათი სურვილის გვერდით ვიდექით, რომ იყვნენ თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოში, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.ზოგიერთი ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან ბოლოდროინდელი მავნე რიტორიკის მიუხედავად, ეს არ შეცვლილა.

ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის პარტნიორად. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, საერთო ხედვით ერთად ვმუშაობთ, მათ შორის ევროატლანტიკურ ერების ოჯახში სრული ინტეგრაციისთვის, ისევე, როგორც ევროპის ნაწილში, სადაც არის თავისუფლება, სიმშვიდე და მთლიანობა. ვმონაწილეობდით მრავალ ინიციატივაში ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად.

ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობის მიმართულებით. დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ დავინახეთ და რომელზეც ბოლო დღეებში ვისაუბრეთ, საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - აშორებს, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიას. დემოკრატიას, რომლის მიღწევისკენაც ქართველი ხალხი ასე აშკარად ისწრაფვის. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ ამაში დავეხმაროთ," - განაცხადა მან.

დღის ამბები