ყალბი საგადასახდო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების გამო ერთი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საუბარია ჯამში 170 ათასი ლარის ღირებულების ქონებაზე, რომლის მითვისების მცდელობაც ბრალდებულს ჰქონდა.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.