27 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
დამისახელეთ "ლელოს" თუნდაც ერთი მოქმედება ან ერთი განცხადება, ერთი ნაბიჯი, რომელიც სცილდება იმ ტრენდს და მთავარ მიმართულებას, რაც "ნაცმოძრაობას" გააჩნია - ვოლსკი შესახებ

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, "ლელოს" არცერთი ნაბიჯი და განცხადება არ სცილდება იმ მთავარ მიმართულებას, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია.

"ახლა ამბობენ რომ "რატომ გვეძახიან სატელიტებს". დამისახელეთ თუნდაც ერთი მოქმედება ან ერთი განცხადება, ან ერთი ნაბიჯი, რომელიც სცილდება იმ ტრენდს და მთავარ მიმართულებას, რაც "ნაცმოძრაობას" გააჩნია.  ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ფიცი იყო როცა მათ ხელი მოაწერეს და შევიდნენ (შარლ მიშელის) მოლაპარაკებაში, მაგრამ ეთქვათ ერთხელ მაინც "ნაცმოძრაობის" არ შემოსვლა არის ცუდი ჩვენი ქვეყნისათვის, ან "ქართული ოცნება" რომ გავიდა 100 დღე ელოდება "ნაცმოძრაობას", ერთი ფაქტი მაინც აღნიშნონ. პირდაპირ რომ ეკითხები რაღაც საკითხთან დაკავშირებით, არის თუ არა დანილოვის განცხადება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, ერთი თქვი რომ არის. მათი პოზიციაა რომ ანერვიულებულია კაცი, რა მოხდა, ანერვიულებული კაცი გამოვიდა და საქართველოს ინტერესებს კი დაგიდევს, როგორ არა, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა.

კაცი გეუბნება, უნდა შემოვიდე, შენ თუ არ შემოხვალ ომში, სააკაშვილი შემოვა. არ არის ეს მხოლოდ დანილოვის განცხადება, ზელენსკის მხრიდანაც მოგვისმენია. ეს იმას არ ნიშნავს რომ გუშინ მთავრობის სხდომაზე მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება არის რაღაც კოჭის გაგორება. მილიარდ 800 მილიონი აქვს საქართველოს ხელისუფლებას დახარჯული იმ უკრაინელების დასახმარებლად, რომლებიც ამ ვითარებაში აღმოჩნდნენ," - განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები