27 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
მიგვაჩნია, რომ დიდი შეცდომა იქნება რაიმე გაერთიანება, "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით - ბადრი ჯაფარიძე

ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუკი რამე გაერთიანება მოხდება, ეს იყოს "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით ,-ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ლელოს ამოცანაა ორპოლუციანი პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. 

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ლელოს და და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთადერთი რაც აერთიანებს არის ის, რომ ორივე ოპოზიციური პარტიაა. 

"ჩვენი პარტიის ამოცანაა ამ ორპოლუსიანი პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა, რომელიც დღეს ქვეყანაშია. პირველივე დღიდან "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტებს გვიწოდებდნენ, ეს იმიტომ კეთდება, რომ ჩვენ ბევრი განსხვავებული რამ გვაქვს. ჩვენ და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთადერთი რაც გვაერთიანებს არის ის, რომ ორივე ოპოზიციური პარტია ვართ. დანარჩენი ისტორიითაც, შეხედულებებითაც უამრავი განსხვავებაა. ასეთ განსხვავებულობას ნორმალური ხელისუფლება ხელს უნდა უწყობდეს, მაგრამ ისინი ცდილობენ ყველა ერთ ქვაბში ჩაყარონ. 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ წუთას ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი პარტიის გაძლიერებით. მიგვაჩნია რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება კვლავ "ქართული ოცნების" თამაში ითამაშო და თუკი რამე გაერთიანება იქნება ეს იყოს "ნაციონალური" და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, რადგან ეს "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები