27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ნორვეგიაში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი დააკავეს - მამაკაცი უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობდა

ნორვეგიაში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი დააკავეს, რომელიც უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობდა. დაკავებული პირი 30-დან 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც ნორვეგიაში 2021 წლის შემოდგომაზე ჩავიდა და ჰიბრიდულ საფრთხეებს სწავლობდა. შიდა უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევს, რომ რუსი ეროვნების მოქალაქე ნორვეგიაში მივლინებით ყალბი ბრაზილიური დოკუმენტებით გაგზავნეს.

ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახური შიშობს, რომ მამაკაცს შეეძლო ისეთი ინფორმაცია შეეგროვებინა, რასაც რუსეთი ნორვეგიის წინააღმდეგ გამოიყენებდა. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი კვირის ვადით არის დაკავებული. ამ დროის განმავლობაში სასამართლომ მისი დეპორტაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დაკავებულ პირთან კავშირი არ აქვთ.

დღის ამბები