27 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"კარმინა ბურანა" ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველად ცოცხლდება

”ყველაფერი, რაც აქამდე დამიწერია და რაც თქვენ, საუბედუროდ, დაგიბეჭდავთ, შეიძლება, განადგურდეს, "კარმინა ბურანათი“ კი ჩემი ნაწარმოებების კატალოგი იწყება", - ეს სიტყვები გერმანელ კომპოზიტორს, კარლ ორფის ეკუთვნის.

ნაწარმოები ოპერისა და ბალეტის ტეატრის სცენაზე პირველად ცოცხლდება. კანტატა "კარმინა ბურანა" საბალეტო დასის, ოპერის სოლისტების, თეატრის გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით პრემიერისთვის ემზადება.

კარმინა ბურანა“ პირველად 1937 წელს, ფრანკფურტის ოპერაში დაიდგა. ნაცისტური რეჟიმი ნაწარმოებს ტექსტის ეროტიკული ბუნების გამო ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა საბოლოოდ აღიარეს. „კარმინა ბურანა“ გერმანიაში შექმნილი ნაწარმოებებიდან ყველაზე ცნობილი გახდა. მას შემდეგ არაერთმა ქორეოგრაფმა სხვადასხვა ქვეყნის სცენებზე დადგა. ოპერისა და ბალეტის თეატრში ერთმოქმედებიან, თანამედროვე ბალეტზე მოწვეული ქორეოგრაფი ილია ჟივოი მუშაობს.

ნაწარმოები, რომელიც საერთაშორისო კლასიკური რეპერტუარის ნაწილია, სხვადასხვა ფილმების საუნდდრეკებადაც იქცა. მაყურებელი კარგად ნაცნობ "კარმინა ბურანასორკესთრის შესრულებით, რომელსაც ზაზა აზმაიფარაშვილი ხელმძღვანელობს, ზუსტად ორ დღეში იხილავს.

მაყურებელთან შესახვედრად ემზადება დასიც. კანტატა, რომელიც გუნდს, ბალეტს, ორკესტრს და სოლისტებს აერთიანებს, სცენაზე მაყურებლისთვიის სასიამოვნო და მისტიურ გარემოს ქმნის.

კარლ ორფის "კარმინა ბურანას" მსოფლიო პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში 28,29 და 30 ოქტომბერს შედგება. პრემიერის შემდეგ, დასი ბალეტს ტურინის ოპერის თეატრში წარადგენს.

დღის ამბები