27 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
მეოთხე პუნქტი 12 რეკომენდაციიდან - მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დააინიცირა

მეოთხე პუნქტი 12 რეკომენდაციიდან - მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დააინიცირა. სამუშაო ჯგუფის თითქმის სამთვიანი მუშაობის შემდეგ, სახელისუფლებო გუნდმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მთავარი მიზანიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ - მინისტრი დანიშნავს, კანდიდატებს კი მას კომისია ღია კონკურსის საფუძველზე წარუდგენს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე 6 წლის ვადით დაინიშნება და ის ანგარიშვალდებული პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება.

სწორედ ეს პუნქტი გახდა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკის მთავარი საფუძველი. ხელისუფლების ოპონტენები ამბობენ, რომ თუ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს მთავრობის მეთაური დაამტკიცებს ის დამოუკიდებელი ვერ იქნება. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ რეკომენდაციებთან შესაბამისი, არა ქართული ოცნების, არამედ მათ მიერ შემუშავებული პროექტია, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ მაღალი კვორუმით დანიშვნას ითვალისწინებს.

ოპოზიციის ამ ნაწილისგან განსხვავებით, მაღალ კვორუმს დამოუკიდებლობის გარანტად არ მიიჩნევს ლევან იოსელიანი, თუმცა ”მოქალაქეებს” ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ დაუჭერენ თუ არა მმართველი პარტიის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს.

ოპოზიციის კრიტიკა სპეკულაციაა მმართველი პარტიისთვის, რომელიც ოპონენტებს პირიქით, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს.

ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთი ნაწილია. კანონპროექტის განხილვას იურიდიული კომიტეტი უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყებს.

დღის ამბები