27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, რუსეთი ბირთვული ძალების მაშტაბურ წვრთნებს იწყებს - ოკუპანტი მესამე დღეა უკრაინის ე.წ. "ბინძურ ბომბზე" ლაპარაკობს

რუსეთი მესამე დღეა "ბინძურ ბომბზე" ლაპარაკობს. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ე.წ. პროვოკაციული ჩანაფიქრების შესახებ ამჯერად ჩინეთს და ინდოეთს აფრთხილებს. აგრესორი ქვეყნის მეთაური კი საკუთარ მოსახლეობას.

განცხადება პუტინმა ბირთვული სწავლების მიმდინარეობის პარალელურად გააკეთა. მასშტაბური სწავლება, რომელმაც რუსეთში სტარტი დღეს აიღო, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს. მანევრების იმიტირებული სცენარი მტრის იერიშის შეკავებას გულისხმობს.

რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია, ოკუპანტი ქვეყანა ძირითადად სამოქალაქო ობიექტებს უტევს. 3 დაშავებული და 2 დაღუპული, მათ შორის ფეხმძიმე ქალი. ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალამ იერიში ქალაქ დნეპრზე მიიტანა. რუსულმა არმიამ ბენზინგასამართი სადგური ააფეთქა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

აგრესორი ქვეყნის შენაერთები უკვე მეორე დღეა აქტიურად უტევენ დონეცკის ოლქს. ის ღამის განმავლობაში 15-ჯერ დაიბომბა. განადგურებულია 19 საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი სისტემა, დაიღუპა 7 - დაშავდა 3 ადამიანი. კიდევ ერთი მშვიდობიანი დაიღუპა სოფელ დროჟკოვკის დაბომბვის დროს. აქ ცეცხლი კოლეჯის შენობას და საცხოვრებელ სახლებს გაუხსნეს.

მასშტაბური იერიში მიიტანა საოკუპაციო ძალამ ბელგოროვკაზე. დასახლებაზე, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს.

შეუჩერებლად მიიწევენ უკრაინელი სამხედროები სამხრეთის მიმართულებით. ღამის განმავლობაში ავიაციამ იარაღის და ტექნიკის კონცენტრაციის 17 ზონას დაარტყა. განადგურებულია ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო სისტემების 2 პოზიცია. აფეთქებულია მტრის 5 უპილოტო საფრენი აპარატი.

დღის ამბები