27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
რიში სუნაკის ვიზიტი პარლამენტში და მწვავე კითხვები - დიდი ბრიტანეთის რიგით 57-ე პრემიერს საკანონმდებლო ორგანომ მოუსმინა

დიდი ბრიტანეთის რიგით 57-ე პრემიერს პარლამენტმა მოუსმინა. მწვავე კითხვები დასვა ოპოზიციამ. კრიტიკის სამიზნე გახდა სუნაკის ქონება და ის გეგმა, რომელიც მიზნად ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას ისახავს. ახალმა პრემიერმა კითხვა - პასუხის რეჟიმში აღნიშნა, რომ მისი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაა.

"ფოკუსირებული ვარ უსაფრთხო ენერგო სიისტემაზე, მეტ განახლებად ენერგიაზე. მსურს დავბრუნდე ისეთ მინისტრთა კაბინეტში, რომელიც ერთიანია, რომელიც ქვეყანას სტაბილურობასა და გამოცდილებას მოუტანს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები და გავაკონტროლოთ მიგრაციის ლიმიტი. როცა ქვეყანა ასეთ კრიზისშია, ჩემი ვალია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილი დავიცვა. მე ეს გავაკეთე ჯერ კიდევ კოვიდის დროს და ასე გავაგრძელებ. ჩვენ ძალიან რთული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის აღსადგენად," - განაცხადა პრემიერმა სუნაკმა.

დღის ამბები