27 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრის შეხვედრები იწყება - ელჩის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, საქართველოს მიმართ უნგრეთის მხარდაჭერას კიდევ უფრო მაღალ რანგში აიყვანს

ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრის შეხვედრები იწყება. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში უკვე გაემგზავრა. მთავრობის მეთაური მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა.

"უნგრეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ეს ვიზიტი, რასაკვირველია, ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო მაღალ რანგში და საფეხურზე აიყვანს.

საუბარი იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას და განვითარებას.

საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა,"- აღნიშნა ელჩმა.

დღის ამბები