27 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 11%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 26 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

რეფინანსირების განაკვეთი 11%-ს შეადგენს. ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე წლის ბოლომდე შენარჩუნდება. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას, ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს აქტიურად აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

"მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამავე დროს, ინფლაციის შემცირების რისკებს მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდით გადახრაც აძლიერებს.

წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობთ, რომ  შემდეგი წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4% იქნება, ხოლო რაც შეეხება 2024 წლიდან დაწყებული უფრო მაღალი ტემპით ზრდაა მოსალოდნელი," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

დღის ამბები