27 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
გერმანია უკრაინას Mars II-ის ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ Haubitze-ს გადასცემს

მორიგი დახმარება უკრაინას - ბერლინი კიევს  Mars II-ის ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ Haubitze-ს გადასცემს. ასევე, გააგრძელებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შტაინმაიერმა ასევე ისაუბრა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზებზე.

"ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ომით გამოწვეული საფრთხეების სხვადასხვა სპექტრი, ისინი არც ისე ცოტაა. მე გეთანხმებით, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს. მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი 2000 Haubitze. გერმანია უკრაინას ბევრ სხვადასხვა სახის იარაღს აწვდის. საერთო ჯამში უკრაინას "აირის-თი" საჰაერო თავდაცვის ოთხი თანამედროვე სისტემა უნდა გადაეცეს," - განაცხადა შტაინმაიერმა.

ევროკავშირში შესასვლელად რეკომენდაციებს უკრაინა წლის ბოლომდე შეასრულებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შტაინმაიერთან შეხვედრაზე მათ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს.

"ძალან მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელსაც გერმანია გვიწევს. ჩვენ პარტნიორებისგან კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. შეხვედრაზე ასევე უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებიც განვიხილე. უკვე ამ წელს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში წევრობას ეხება. მიმაჩნია, რომ ეს სამუშაო ევროკავშირმა სათანადოდ უნდა შეაფასოს გაფართოების პოლიტიკის შემდეგი პაკეტის გასაჯაროებამდეც," - აღნიშნა ზელენსკიმ. 

 

დღის ამბები