27 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს

ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. 29-30 ნოემბერს დაგეგმილ მინისტერიალზე ასევე მიწვეულნი არიან ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.

შეხვედრა ოთხ სესიად იქნება დაყოფილი, რომელზეც საუბარი შეეხება მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას, უკრაინაში მიმდინარე ომს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და პარტნიორებს.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუმინეთი პირველად მასპინძლობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს.

დღის ამბები