27 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ჯო ბაიდენი

რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ასე უპასუხა ამერიკის პრეზინდენტმა ჟურნალისტის შეკითხვას - რამდენად რეალურია რუსეთის მუქარა უკრაინაში რადიოაქტიური მასალის შემცველი, ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ. ბაიდენის თქმით, მას გარანტია არ აქვს, რომ ეს ცრუ ოპერაციაა.

პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლიკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთის ბრალდებები განიხილეს, რომლის თანახმადაც, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს.

"ნატო-ს გენერალურ მდივანს ვესაუბრე, რათა განგვეხილა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხი და დაგვეგმო რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოყენებისთვის ემზადება", - წერს ბლინკენი twitter-ზე. 



 

დღის ამბები