თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული. სხდომა ამჯერად საზღვრის უკანონოდ კვეთის ეპიზოდთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს, თუმცა სავარაუდოდ პროცესი ამჯერადაც გადაიდება.
ადვოკატების თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკვე 6 თვეზე მეტია სამედიცინო ცენტრ "ვივამედში" იმყოფება, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.