27 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
რუსული ჯარების ავიაიერიშებს ორსული ქალი ემსხვერპლა - ომის 245-ე დღე და მძიმე ბრძოლები უკრაინაში

უკრაინაში ომის 245-ე დღეს მძიმე ბრძოლები გრძელდება. 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების ავიაიერიშებს ქალაქ დნიპროზე, მათ შორისაა ორსული ქალი, დაშავდა 3 ადამიანი. ჭურვის ფრაგმენტები ჩამოვარდა ბენზინგასამართ სადგურზე, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსულმა ძალებმა 15-ჯერ დაბომბეს დონეცკის ოლქი, დაიღუპა 7 და დაშავდა 3 ადამიანი. განადგურებულია 19 საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი სისტემა.

ოკუპანტები კვლავ უწყვეტად ბომბავენ სუმის ოლქს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა 100-ზე მეტჯერ გაისროლეს რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება. 


დღის ამბები