27 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
კონკრეტული სამედიცინო მომსახურების ღირებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში თანაბარი იქნება - საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს

საავადმყოფოში მისულ მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს. საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს. კლინიკები პაციენტებს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული ტარიფის გარდა, დამატებით გადასახდს ვეღარ დაუწესებს. კონკრეტული ოპერაციის ღირებულება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გათანაბრდება.

ახალი მეთოდის დანერგვა ჯანდაცვის მინისტრმა წლის დასაწყისში დააანონსა სამუშაო ჯგუფის ფორმატში ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები გაიმართა კლინიკის ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან . სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი მეთოდის დანერგვა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ტარიფებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გადაჭრის და ადეკვატურ ფასს დაადგენს.

საუბარია "დი არ ჯი" მოდელზე, რომელიც გულისხმობს პაციენტის დიაგნოზის შეკრების საფუძველზე დაფინანსების გაცემას. ოპერაციის ღირებულებაში განსაზღვრულია კონკრეტული კლინიკის წამყვანი ექიმის მომსახურების ხარჯი. ახალი მოდელის ამოქმედება ეხება მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

ოპოზიცია დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას ემხრობა, თუმცა კლინიკებისთვის კონტროლის მექანიზმის დაწსებას ითხოვს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯომარე კი ამბობს, რომ თავად იყო ჩართული სამედიცინო დაწესებულებებთან მოლაპარაკებების პროცესში. ზაზა ლომინაძის განცხადებით, რისკები დაზღვეულია და დაღვევის შემთხვევაში მკაცრი სანქციები ამოქმედდება.

ამ ეტაპზე, დი არ ჯი სისტემა არ გავრცელდება - გეგმურ და გადაუდებელ მომსახურებაზე, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობაზე, მშობიარობაზე, ქიმიოთერაპიასა და ინსულტის შემთხვევებზე . ანაზღაურების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში 1 იანვრამდე იმუშავებს. პირობებს დარღვევის შემთხვევაში, კლინიკა პირველი გაფრთხილების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მთლიანად ჩაიხსნება.

დღის ამბები