27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
ასტრიდ ლინდგრენის პრემიერაზე ერთდროულად სამი ქართველი ხელოვანია ნომინირებული - ჯილდო აქამდე არცერთ ქართველ მწერალს არ მიუღია

ასტრიდ ლინდგრენის პრემიერაზე ერთდროულად სამი ქართველი ხელოვანია ნომინირებული - საბავშვო წიგნების ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე, მწერალი ირმა მალაციძე და ნიქოზში არსებული ხელოვნების სკოლა. ესენი ის ნომინანტები არიან, რომლებიც ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის სახელობის პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. თუმცა ლინდგრენის პრიზის მოპოვება არც ისე იოლი ამოცანაა, ჯილდოს მისაღებად 64 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძვიან.

საბავშვო ლიტერატურაში ასტრიდ ლინდგრენის პრემია ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება, მისი მიღების შემდეგ ხელოვანებს საშუალება ეძლევათ მათი შემოქმედება უცხო ენებზე ითარგმნოს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდეს. პრემია ალმა 2002 წლიდან არსებობს და 20 წლის განმავლობაში ის ჯერ არცერთ ქართველ მწერალს არ მიუღია.

დღის ამბები