გერმანიაში ცნობილი რუსი მომღერლების კონცერტები გააუქმეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა DW ავრცელებს.
"რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო ორგანიზატორი იძულებულია გადადოს დაგეგმილი ტური," - ვკითხულობთ artist-production.de-ზე ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ განმარტებაში.
ოქტომბრის თვეში გერმანიაში დაგეგმილი იყო მიხეილ შუპუტინკის და ირინა ალეგროვას კონცერტები. ორივე მომღერალი გერმანიაში მცხოვრებ რუსულენოვან მსმენელში პოპულარობით სარგებლობს.
მათ ნაცვლად, კონცერტის ორგანიზატორები მსურველებს უკრაინელი პოპ-მომღერლის, თინა კაროლის კონცერტზე დასწრებას სთავაზოვენ.
თინა კაროლის ტურნე გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ნოემბერშია დაგეგმილი.
ირინა ალეგროვა იმ რუს არტისტებს შორისაა, რომელსაც ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, "პუტინის ომის მხარდაჭერის გამო"უკრაინამ სანქციები დაუწესა.