27 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
როგორც ჩანს, ანა წითლიძე ქვის ხანაშია და მიწევს ელემენტარულის განმარტება, ეს არის ნოუთბუქი, თანამედროვე სამუშაო წიგნაკი - ალუდა ღუდუშაური

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენის დროს შეპასუხება მოჰყვა ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს. ანა წითლიძე ფეისბუკპოსტში წერდა, რომ მმართველი პარტიის წევრებს წინასწარ დაეგზავნათ ელექტრონულ ფოსტაზე კანდიდატისთვის დასასმელი კითხვები.

ანა წითლიძეს უპასუხა ალუდა ღუდუშაურმა. მისი თქმით, ოპოზიცია ქვის ხანაშია და ნოუთბუქის ფუნქცია მათთვის გაუგებარია.

"ვიღაცას უნდა, რომ ქვის ხანაში იყოს და როგორც ჩანს ანა წითლიძე ქვის ხანაშია და მიწევს ელემენტარულის განმარტება. ეს არის ნოუთბუქი, თანამედროვე სამუშაო წიგნაკი," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.  

მისი თქმით, ის ოპოზიციისგან განსხვავებით სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ის მომზადებული მოვიდა და შესაბამისად აქვს შეკითხვებიც ჩამოწერილი ნოუთბუქში.

დღის ამბები