27 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ამ საკითხს  ნაკლებად პარტნიორობაზე ორიენტირებულად და ჩვენი კარგი მეგობრის უსაფუძვლო საყვედურად შევაფასებდი - ანა აბაშიძე "ხალხის ძალის" მიერ აშშ-ის ელჩს კრიტიკაზე

სახალხო დამცველის კანდიდატებს პარლამენტში უსმენენ. ხალხის ძალის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა სახალხო დამცველის კანდიდატის ანა აბაშიძის პოზიციით, აშშ-ის ელჩის მიმართ დასმული კითხვები მიაჩნია თუ არა მას დიპლომატზე თავდასხმად და არის თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლება.  

"თქვენ იცით პოლიტიკოსები გამოხატვის უმაღლესი ხარისხით სარგებლობთ, ყველაფერ ამბობთ ხოლმე, რომელიც ჩვენ პროფესიონალებს კი გვიკვირს მაგრამ თქვენ გაქვთ, მე უფრო ამ საკითხს  ნაკლებად პარტნიორობაზე ორიენტირებულად და ჩვენი კარგი მეგობრის უსაფუძვლო საყვედურად შევაფასებდი, ვიდრე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად," - განაცხადა ანა აბაშიძემ.

დღის ამბები