27 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
15:08 საათზე საქართველოში მზის დაბნელების ხილვა იქნება შესაძლებელი - მთვარე მზის ხილული ზედაპირის 58,01% ს დაფარავს

25 ოქტომბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდება, რომელიც გამოჩნდება მთელ ევროპაში (მათ შორის, საქართველოში), ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში (ინდოეთის ჩათვლით), ახლო აღმოსავლეთში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთ ციმბირში.

მზის ნაწილობრივი დაბნელება საქართველოში 13:50 საათზე დაიწყო, მაქსიმუმი თბილისის დროით 15:08 საათზე დაფიქსირდება, 16:22 საათზე კი მზის დაბნელება დასრულდება. მზის ნაწილობრივი დაბნელების მაქსიმუმის დროს მთვარე მზის ხილული ზედაპირის 58,01% ს დაფარავს.

დღის ამბები