დაუნინგ სტრიტის N10-ის ახალი მაცხოვრებლები ბუკინგემის სასახლის ბინადრებზე მდიდრები იქნებიან. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
დიდი პრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკისა და მისი მეუღლის აკშატა მურტის სავარაუდო ქონება 845.5 მილიონ დოლარს შეადგენს. Sunday Times-ის 2022 წლის რეიტინგის მიხედვით, ისინი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 222-ე ადგილზე არიან. შედარებისთვის, იმავე სიაში დედოფალ ელიზაბეტ II-ის ქონება მის გარდაცვალებამდე 418,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.
The Guardian-ის ცნობით კი, მეფე ჩარლზ III-ისა და კამილას, დედოფალ კონსორტის ქონება 339-დან 396 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.
პოლიტიკაში მოსვლამდე სუნაკი ჰეჯ-ფონდის მენეჯერი იყო, მისი მეუღლე კი ინდოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის შვილია.
წყვილმა ერთმანეთი სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო და 2009 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ.