27 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მმართველი გუნდი არ აპირებს სასამართლო სისტემის არსებით რეფორმას - გურამ იმნაძე გვრიტიშვილისა და მურუსიძის შესახებ

ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აფასებს. ისინი ამ გადაწყვეტილებას ფასადურს უწოდებენ.

მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე კოლეგებმა მხარი დაუჭირეს დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის კანდიდატურებს, რომლის მიხედვითაც ისინი არჩეულ იქნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად.

არასამთავრობოების განცხადებით, გადაწყვეტილება მთლიანად პროცესს აზიანებს და ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა დაკომპლექტდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს სასამართლო სისტემის არსებით რეფორმას.

"ეს ადამიანები არიან პირდაპირი გარანტორები მმართველი ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების გატარების სასამართლო სისტემაში და მათი, კიდევ ერთხელ, წინა პლანზე წამოწევა ცალსახად გვეუბნება ყველას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი არ აპირებს სასამართლო სისტემის არსებით რეფორმას, არ აპირებს პოლიტიკური გავლენის ბერკეტების დათმობას მართლმსაჯულების სისტემაზე და სამწუხაროდ, მზად არის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც კი შესწიროს მსხვერპლად სასამართლოზე კონტროლის ინტერესს," - აცხადებს გურამ იმნაძე.

დღის ამბები