27 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 8 თვე გავიდა - გაერთიანებული ერების ინფორმაციით, ომს უკრაინაში 16 150 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 8 თვე გავიდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ომს უკრაინაში სულ 16 150 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას დონეცკის ოლქში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 5. პარალელურად უკრაინელები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დონეცკში 4 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში ენერგო სადგურებზე 300 დარტყმა განახორციელა, შედეგად კი განადგურებულია, ქვეყნის ენერგიის გამომუშავების სიმძლავრის დაახლოებით მესამედი.

დღის ამბები