27 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ევროსაბჭოს ორგანო არის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლო, რომელმაც პირდაპირ თქვა და აღიარა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გირგვლიანის საქმეში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერი, ისტორიის გადაწერის მცდელობაა და რეალობას არ შეესაბამება. მისივე თქმით, ეს ფაქტი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში.

პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკურად მოტივირებული მტკიცებულება და იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით იხელმძღვანელებენ.

"ეს ჩანაწერი ან შესწორება, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ არ ვიქნებით მართალი ჩვენს ისტორიასთან და არც ევროსაბჭო არ იქნება მართალი საქართველოს ისტორიასთან.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ევროსაბჭოს ორგანო არის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლო, რომელმაც პირდაპირ თქვა და აღიარა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გირგვლიანის საქმეში. ამიტომ, ასეთი ჩანაწერი რეზოლუციაში თავისთავად ჩრდილს აყენებს თავად რეზოლუციის ტექსტს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები