27 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა იწყება

საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა იწყება. ომბუდსმენობის კანდიდატები ადამიანის უფლებებზე, სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

დღეს დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუწევთ.

მოქმედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.

სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები