27 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
  მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები შესრულდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მისცეს ამ პროცესს შეფასება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება- შალვა პაპუაშვილი 

"დღეს გვქონდა შეხვედრები მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენი საუბარი უპირველეს ყოვლისა შეეხებოდა სოლიდარობას უკრაინის მიმართ და ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეას",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში იღებს მონაწილეობას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან არის კარგი შესაძლებლობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების. მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას და პროგრესს ამ მიმართულებით.  

"ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ვილაპარაკოთ ორმხრივ ურთიერთობებზე სხვადასხვა ქვეყანასთან და მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. ევროპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა  საუბარი, თუ როგორია  პროგრესი  12-პუნქტიანი რეკომენდაციის  შესრულების კუთხით. კოლეგებს ვუზიარებთ  ჩვენს მოლოდინს, რომ მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები შესრულდება, ევროკავშირმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მისცეს ამ პროცესს  შეფასება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები,  ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

დღის ამბები