27 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"თუ პაციენტს აქვს იმუნოდეფიციტი და არის ასაკოვანი, გრიპის გართულების თავიდან ასაცილებლად, ექიმს დროულად უნდა მიმართოს" - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს იმუნოდეფიციტი და არის ასაკოვანი, გრიპის ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, ექიმს დროულად უნდა მიმართოს. როგორც გოგინავა "რუსთავი 2-თან" საუბრისას აცხადებს, სეზონური გრიპის აცრები პაციენტს სეზონური ვირუსებისგან სრულად არ იცავს, თუმცა იცავს გართულებებისგან.

ამასთან, ინფექციონისტი განმარტავს, რომ სხვა რესპირაციულ ინფექციებს გარდა გრიპისა და კორონავირუსისა, იშვიათად ახასიათებს გართულებები, თუმცა რისკჯგუფში მყოფ პირებში შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გართულება, რაც გამოიხატება ფილტვების ანთებით ან მწვავე ბრონხიტით.

"სეზონური ვირუსებისგან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ გვიცავს, ის გვიცავს გრიპისგან რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გრიპს აქვს მძიმე მიმდინარეობა. როგორც წესი, გრიპს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, სახსრების, კუნთების ტკივილი და დაავადების მიმდინარეობაც უფრო აგრესიულია. შესაძლოა, გრიპი გახანგრძლივდეს 1 კვირაზე მეტ ხანს. რაც შეეხება სეზონურ ვირუსებს, მათ აქვს მსუბუქი მიმდინარეობა. ამიტომ საგანგაშო ამაში არაფერი არ არის, უბრალოდ სჭირდება დროული ვიზიტი ექიმთან, თუ აქვს პაციენტს გართულების რისკები, აქვს იმუნოდეფიციტი, ან არის ასაკოვანი. ხოლო სხვა შემთხვევებში ძალიან მარტივად სიმპტომური მკურნალობით შესაძლებელია სეზონური ვირუსი ბინაზე დავამარცხოთ," -აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

დღის ამბები