27 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოს პრემიერ - მინისტრი რიში სუნაკი იქნება - პირველი აზიური წარმოშობის პრემიერი 1812 წლის შემდეგ, მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელიც იქნება

გაერთიანებულ სამეფოს 57-ე პრემიერ მინისტრი ინდური წარმოშობის რიში სუნაკი იქნება. პირველი აზიური წარმოშობის პრემიერ-მინისტრი 1812 წლის შემდეგ მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელიც იქნება. სუნაკმა კონსერვატორების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა კონკურენტმა პენი მორდონტმა ბოლო ეტაპზე ბრძოლა შეწყვიტა და მხარი ყოფილ ფინანსთა მინისტრს დაუჭირა.

ბორის ჯონსონმა კონსერვატიულ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნების სანაცვლოდ საკუთარი კანდიდატურის განხილვისგან თავი შეიკავა. ჯონსონის მტკიცებით მას საჭირო ხმების რაოდენობის მიღება შეეძლო. კონსერვატორული პარტიის ახალი ლიდერისგან ბრიტანელები ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ელიან.  

რიში სუნაკმა მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობა მაშინ გადაიბარა, როცა ბრიტანეთის ეკონომიკა პოტენციურად ხანგრძლივი რეცესიის პირასაა, ფასების კრიზისმა, უმუშევრობამ და ინფლაციამ მთელი ქვეყანა მოიცვა.

რთული ეკონომიკური ვითარება გახდა 45 დღიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ ლიზ ტრასის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი. სწორედ ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად მმართველმა პარტიამ უპირატესობა ყოფილ ფინანსთა მინისტრს რიში სუნაკს მიანიჭა.

დღის ამბები