27 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
"მისი განზრახვა არ ყოფილა ვინმესთვის სიცოცხლე მოესწრაფებინა, მასზე ხორციელდებოდა ძალადობა, მას შეუზღუდეს თავისუფლება"- ხელყუმბარის აფეთქების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

მამაკაცს, რომელმაც თბილისის ცენტრში ხელყუმბარა ისროლა,საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ბრალი ოფიციალურად  წაუყენა. 

"ლევან მარტიაშვილის განზრახვა ვინმესთვის სიცოცხლის მოსპობა არ ყოფილა"- დაკავებულის  უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა.

ამასთან, ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე სხვა პირებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვს. 

"სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი იქედან გამომდინარე უნდა დადგეს, რომ მისი განზრახვა არ ყოფილა ვინმესთვის სიცოცხლე მოესწრაფებინა. პირიქით, მასზე ხორციელდებოდა ძალადობა, მას შეუზღუდეს თავისუფლება, ცდილობდნენ  ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩაესვათ, რაც ფაქტობრივად განახორციელეს. მას მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით რაც შესაბამისად რეალურად აღიქვა,"-აცახადებს გიორგი ბარდაველიძე.

ინფორმაციისთვს: 22 ოქტომბერს, თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე, ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

დღის ამბები