27 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ კლინიკების მიმართ, რომლებმაც კოვიდის პერიოდში დასაქმებულებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არ ჩაურიცხეს, გამოძიება დაიწყოს. ბექა ფერაძის თქმით ამ ეტაპზე კლინიკების მიმართ პრევენციული მექანიზმები მოქმედებს და ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

შრომის ინსპექციის სამსახურმა დღეს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ბექა ფერაძემ სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა სტატისტიკასა და შრომით უფლებებზე ისაუბრა. ჯანდაცვის კომიტეტმა ანგარიშს დადებითი შეფასება მისცა.

დღის ამბები