27 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დაიწყო

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ალიევს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დახვდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს. ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს 14:00 საათზე, "შატო მუხრანში" გააკეთებენ.



დღის ამბები