27 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ყველა ხვდება, ვინ არის ყველაფრის ბინძური წყარო ამ ომში, ჩვენ, ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვმუშაობთ - ზელენსკი

თუ ვინმეს შეუძლია, გამოიყენოს ატომური იარაღი ევროპის ჩვენს ნაწილში, ეს მხოლოდ ერთი სუბიექტი იქნება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ინფორმაცია, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს, გუშინ სერგეი შოიგუმ ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ტელეფონით საუბრის დროს მიაწოდა. რუსეთის ბრალდებას ნატოს წევრი ქვეყნების - ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის პირველი დიპლომატები ერთობლივი განცხადებით უკვე გამოეხმაურნენ და მას ცრუ უწოდეს. განცხადებაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ღია მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

"ყველა ხვდება ვინ არის ყველაფრის ბინძური წყარო ამ ომში. სწორედ რუსეთმა მოაწყო რადიაციული კატასტროფის შანტაჟი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე; ეს არის რუსული რაკეტების ტრაექტორია. კერძოდ, უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე. სწორედ რუსმა სამხედროებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, აგრეგატები და ახდენენ აფეთქების შანტაჟს. ეს არის რუსეთი, რომელიც იყენებს ფოსფორის საბრძოლო მასალებს, აკრძალულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს და იარაღების სრულ სპექტრს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინა ყოველთვის აღდგენისკენაა მიმართული. იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვმუშაობთ,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები