"ღვინის დღეები 2022" დაიხურა. ფესტივალის ბოლო ღონისძიება ზუგდიდში შედგა. კონცერტი დადიანების სასახლეში ჩატარდა - მასში ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი "ბასიანი" და სხვა ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართული ფესტივალი ყოველწლიური იქნება.