უკვე 243-ე დღეა უკრაინის ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლებია.
რუსები მოუწოდებენ ოკუპირებულ ხერსონში მცხოვრებ მოქალაქეებს ტერიტორია დატოვონ და ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი უკრაინელების შესაძლო თავდასხმაა. უკრაინის დამცველები კი აქცენტს კვლავ რუსეთის მიერ ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების რეალურ საშიშროებაზე აკეთებენ, რაც მთლიანად სამხრეთ უკრაინის, მათ შორის ხერსონის დატბორვასაც გამოიწვევს.
უკრაინის არმიის ინფორმაციით, სამხრეთის ფრონტზე მათ რუსული სარადარო სისტემა დააზიანეს.
მათივე მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთმა 25 საჰაერო და 30 სარაკეტო შეტევა განახორციელა.