საქართველოს დროშა მწვერვალ სარაგრარზე აფრიალდა. ქართველი ალპინისტები პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარე მწვერვალზე ავიდნენ. სარაგრარზე ადამიანმა ფეხი პირველად დადგა. ამის მცდელობა უცხოელ ალპინისტებს 1970-80-იან წლებში ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ. 7303 მეტრის სიმაღლის მწვერვალის დალაშქვრით, ქართველმა ალპინისტებმა ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდო, "ოქროს წერაყინი" მიიღეს.
ზღვის დონიდან 7303 მეტრიდან - 380 მეტრზე ჩამოსვლის - ანუ თბილისში დაბრუნების შემდეგ, ალიპინისტებმა ინტერვიუ ექსკლუზიურად "კურიერი PS-ს" მისცეს.
სარაგრადან და კიდევ არაერთი მწვერვალიდან წარმატებით დაბრუნებულები ამბობენ, რომ მთა ფიქრის ადგილია. რისკის, ხიფათის, ხშირად კი მთის იმპულსური ხასიათის მიუხედავად, კვალავენ გზებს და მთას ადამიანის სტუმრობას აჩვევენ. მათივე თქმით, უკვე ნაცნობი მწვერვალებიც კი მუდამ ახალი სამოსით და ახალი გამომეტყველებით ხვდებიან.