ლიკანში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა, ექსპერტების დასკვნას ელოდებიან.
გარდა იმისა რომ ოფიციალურად უნდა დადასტურდეს აფეთქების მიზეზი, უნდა გაირკვეს, არის თუ არა 15-სართულიანი კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო.
მოლოდინის რეჟიმში ახლა 48 ოჯახია, 150-მდე ადამიანი, რომლებიც შენობიდან გუშინვე გაიყვანეს.