ნორმალური ანაზღაურების მისაღებად, საკუთარი ქვეყნიდან უცხოეთში სამუშაოდ წასული ადამიანების პრობლემა საქართველოში მრავალი წელია, არსებობს. გარდა იმისა, რომ ქვეყნიდან სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი გაედინება, იქ ჩასულებს ხშირად ძალიან რთულ, ან, სულაც, გაუსაძლის პირობებში უხდებათ ყოფნა. ასევე, ხშირია შემთხვევა, როდესაც წასასვლელად საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, მაგრამ, საბოლოოდ, არაფერი გამოდის და ეს თანხაც ეკარგებათ. მიუხედავად ამისა, როდესაც საჭირო ფინანსების მობილიზების შესაძლებლობას სამშობლოში ვერ ხედავენ, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, წლობით დატოვონ ოჯახები და წავიდნენ იქ, სადაც არავინ ჰყავთ. ბოლო 15 წელიწადში საქართველოდან 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა. საქსტატის მონაცემების თანახმად, ემიგრანტთა საშუალოდ 66% 40 წლამდე ასაკისაა. როგორც მოიქცეოდნენ ეს ადამიანები, რომ იცოდნენ, რომ საქართველოში, შესაძლებელია ნახო სამუშაო, ღირსეული ანაზღაურებით... როგორ მოიქცეოდნენ ისინი, თუ ეცოდინებოდათ, რომ ემიგრაციაში წასვლის ალტერნატივა მათსავე ქვეყანაში არსებობს? საქართველოში არსებობს სერვისები, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით განვითარდა და დასაქმებულებს საკმაოდ სოლიდური შემოსავლის მიღებას სთავაზობს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერვისი ტაქსია. შესაბამისად, ტაქსის მძღოლად მუშაობის გადაწყვეტილებას უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს. თანაც, ეს, ფაქტობრივად, მუდმივ პოტენციურ სამუშაოს ნიშნავს არა მხოლოდ გამოცდილი მძღოლისთვის, არამედ იმ ადამიანისთვისაც, ვინც რამდენიმე წელია, მართავს ავტომობილს, მაგრამ მძღოლად მუშაობა არასდროს უცდია. საქართველოში მოქმედი მსხვილი ტაქსოკომპანიების ჩამოსათვლელად ცალი ხელიც საკმარისია. ცხადია, დედაქალაქში (სხვა ქალაქების პარალელურად) ყველა მათგანია წარმოდგენილი, რადგანაც სწორედ თბილისშია ტაქსით მგზავრობაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული "იანდექს გოუს" აპლიკაციაა. აღსანიშნავია, რომ ეს პლატფორმა თანამშრომლობს პარტნიორ-ტაქსოპარკებთან, რომლებიც თავის მხრივ თანამშრომლობენ პარტნიორ მძღოლებთან. რატომ ირჩევენ მძღოლები "იანდექს გოუს" და რა ქმნის ამ სტატისტიკას? ჩვენ დავიწყეთ საკითხის შესწავლა, რათა საერთო სურათი დაგვენახა. შევეცდებით,ეს სურათი დღეს თქვენც გაჩვენოთ. მძღოლებს, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, ტაქსიზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ უმუშავიათ საქართველოში არსებული ტაქსის ყველა აპლიკაციაზე.
"პირველ რიგში, ძალიან ბევრი გამოძახებაა.ძალიან ბევრი გამოძახებაა. არაერთხელ მქონია შემთხვევა, როცა აპლიკაცია გამითიშავს, ლოდინის რეჟიმზე გადავსულვარ, რათა ახალი შეკვეთები აღარ მიმეღო და ცოტა ხანს დამესვენა - ყავა დამელია ან სიგარეტი მომეწია. სხვა კომპანიებთან შედარებით, აქ პარტნიორი მძღოლის ინტერესები გაცილებით მეტად არის გათვალისწინებული. თუ სხვაგან მომხმარებლის უმნიშვნელო შენიშვნაზეც კი შეუძლიათ, მძღოლი სამუდამოდ დაბლოკონ, თანაც ისე, რომ სიტუაციის გარკვევასაც არ შეეცადონ, "იანდექს გოუზე" მსგავად არ იქცევიან, აქ როგორც წესია, შეისწავლიან შემთხვევას, რადგან მომხმარებლის უსამართლო შენიშვნის გამო, ადამიანს უმუშევრად დარჩენის საშიშროება გამოირიცხოს," - აღნიშნავს ერთ-ერთი პარტნიორი მძღოლი გიორგი (სახელი შეცვლილია)
http://kvira.ge/wp-content/uploads/2022/10/BeFunky-collage-9-scaled.jpg
კომპანიის ორი სხვადასხვა პარტნიორი მძღოლის შემოსავალი 1 კვირის ჭრილში.
მოდით, "იანდექს გოუსთან" თანამშრომლობის რამდენიმე განმასხვავებელი პუნქტი გამოვყოთ:
ავტომობილი- პლატფორმაზე მუშაობისთვის აუცილებელი არ არის, შეიძინოთ 6- 7 ათას დოლარად (ან მეტად) ღირებული ავტომობილი და თქვენი მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მანქანაში ჩადებული ინვესტიციის ამოღებას დაუთმოთ. შეგიძლიათ იმუშაოთ აქ და ახლა იმ ავტომობილით, რომელიც გყავთ. მართალია, გარკვეული შეზღუდვები "იანდექს გოუსაც" გააჩნია, თუმცა თბილისში არსებული მარცხენასაჭიანი, გამართული ავტომობილების უმეტესობა სერვისისთვის მისაღებია (სხვა ქალაქებში მარჯვენასაჭიანებით). შესაბამის კატეგორიაში (ეკონომი, კომფორტი, კომფორტ+). მნიშვნელოვანია, ავტომობილი არ იყოს მარჯვენასაჭიანი - ეს აკრძალვა მოქმედებს ლოკალურად თბილისში.
პარტნიორი მძღოლის ინტერესების გათვალისწინება - როგორც გიორგი აღნიშნავს, მგზავრის არასამართლიანი ქცევის გამო, პარტნიორი მძღოლი არ ზარალდება.
დონეები და პრივილეგიები - როგორც პლატფორმის კიდევ ერთი პარტნიორი მძღოლი, ირაკლი (სახელი შეცვლილია) განმარტავს, რეიტინგისა და ქულათა რაოდენობის მიხედვით (რასაც ადგენს შესრულებული შეკვეთების რაოდენობა და მგზავრების მიერ დატოვებული შეფასება), პარტნიორ მძღოლს რამდენიმე დონეზე შეუძლია ასვლა. თავდაპირველად მუშაობას ყველა საწყის დონეზე იწყებს. მეორე ეტაპი ვერცხლის დონეა, შემდეგ - ოქროსი, შემდეგ კი - პლატინის. თითოეული ახალი საფეხური დამატებით პრივილეგიას ნიშნავს, რაც მძღოლს მუშაობის უკეთ დაგეგმვაში და მეტი შემოსავლის მიღებაში ეხმარება. მაგალითად, მაღალი დონის შემთხვევაში, მძღოლი ხედავს არა მხოლოდ მგზავრობის საწყის წერტილს, არამედ დანიშნულების ადგილსაც. ასევე, მას უფრო მეტჯერ შეუძლია გამოიყენოს ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვროს მგზავრობის მარშრუტი და აპლიკაციამ შეკვეთა მისთვის სასურველი მიმართულებით შეურჩიოს (თუ, მაგალითად, სახლში მიდის ან, საერთოდ, სხვა ქალაქში აპირებს წასვლას. მოკლედ, თანხის გამომუშავება საკუთარ საქმეზე სიარულისასაც შეიძლება.)
დაფარვის ზონა და ხშირი შეკვეთები - ხშირად ხდება, როცა მგზავრი გარეუბანში მიჰყავთ და ორი არჩევანის წინაშე დგებიან: ან უნდა დაელოდონ ახალ მგზავრს ახლო ლოკაციიდან ან საკმაოდ დიდი მანძილი გაიარონ მგზავრის გარეშე და შესაბამისად, ტყუილად გასწიონ საწვავის ხარჯი. იანდექსის პარტნიორი მძღოლი ამ მოცემულობის წინაშე იშვიათად დგება, რადგან, როგორც მძღოლები აღნიშნავენ, მათ მომხმარებელი ქალაქის თითქის ნებისმიერ წერტილი ჰყავთ. იქ, სადაც სხვა აპლიკაციით მუშაობისას შესაძლოა, ახალი მგზავრის ლოდინმა 20 წუთსაც კი გასტანოს, იანდექსის აპლიკაცია ახალ შეკვეთას, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ. ეს ყოველთვის ასეა, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
ბონუსები და გარანტიები - პარტნიორი მძღოლისთვის რამდენიმე ტიპის ბონუსისა და გარანტიის გამოყოფა შეიძლება. გარკვეულ საათებში აპლიკაციაში არსებობს გარკვეული არეალები, სადაც ბონუსის მოქმედება ვრცელდება. შესაძლოა, კონკრეტულ არეალზე, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტული შეკვეთის შესრულებისას - რომელიც 1 კილომეტრის დისტანციის გავლასაც კი არ გულისხმობდეს - პარტნიორმა მძღოლმა 3-4 ჯერ მეტი თანხა გამოიმუშაოს, ვიდრე - ჩვეულებრივ შემთხვევაში. როგორც წესი, ეს ის ადგილებია, სადაც მოცემულ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი შეკვეთაა და მომსახურების ფასის ქვედა ზღვარიც გარანტირებულია. რაც მთავარია, ამ ადგილების შესახებ, აპლიკაციის მეშვეობით, მძღოლებმა წინასწარ იციან. შესაბამისად, მათ აქვთ საშუალება, საჭირო დროს ქალაქის საბონუსე ნაწილში მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რამდენჯერმე გაზრდილ თანხას მგზავრები კი არ ანაზღაურებენ, არამედ კომპანია საკუთარი რესურსით უმატებს მძღოლებს. შესაბამისად, მგზავრიც კმაყოფილია და მძღოლიც.
გარდა ამისა, არსებობს ისეთი ბონუსიც, რომელიც შეკვეთების გარკვეული რაოდენობის შესრულების შემდეგ გერიცხება. ამ რაოდენობას თავად აპლიკაცია გთავაზობთ. შესაძლოა, ბონუსი 1 დღის შეკვეთების რაოდენობაზე იყოს მოცემული ან, სულაც, 1 თვის პერიოდში. მაგალითად, გიორგიმ რამდენიმე დღის წინ 91 შეკვეთის შესრულების შემდეგ კომპანიისგან, დამატებით, 160 ლარის ბონუსი მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ არა მხოლოდ კონკრეტულ არეალებში, არამედ ნებისმიერ ლოკაციაზე მუშაობისას პლატფორმა პარტნიორ მძღოლებს გარკვეული თანხის მიღების გარანტიასაც სთავაზობს. ამის შედეგად, როგორი დაბალფასიანიც არ უნდა იყოს შეკვეთა, მისი შესრულების შემდეგ კომპანია პარტნიორ მძღოლს ისევ ურიცხავს იმ სხვაობას, რომელიც საგარანტიო თანხაშია მოცემული. მოკლედ, თუ მოხდა ისე, რომ 3-ლარიანი 5 შეკვეთა შეასრულეთ, თქვენ მიერ გამომუშავებული თანხა 15 ლარზე საგრძნობლად მეტი იქნება.
საკომისიო მომსახურების დაბალი პროცენტი - "იანდექს გოუს" ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკომისიო მომსახურების პროცენტი აქვს. 12% უშუალოდ სერვისისაა, ხოლო 5% - კომპანიის პარტნიორი ტაქსოპარკის. ჯამში, პარტნიორ მძღოლს გამომუშავებული თანხის 17%-ის გადახდა უწევს. "იანდექს გოუს" პარტნიორ მძღოლად დარეგისტრირებაც ასევე მარტივადაა შესაძლებელი. არჩევანი აქაც თქვენზეა - მიხვალთ ოფისში თუ რეგისტრაციას ონლაინ გაივლით, რის შემდეგაც აუცილებელ შემოწმების პროცედურას გაივლით.
"ყველაფერი ძალიან მარტივია. გჭირდებათ მხოლოდ მართვის მოწმობა და ავტომობილის ტექპასპორტი. რეგისტრაციის შემდეგ შესაბამისი კატეგორიის ლიცენზია უნდა აიღოთ და მუშაობა დაიწყოთ. თეთრი ფერის ავტომობილის შემთხვევაში, A კატეგორიის აღება შეგიძლიათ, სხვა ფერის შემთხვევაში კი, B კატეგორიას აიღებთ. თუმცა, როცა აპლიკაციაზე მუშაობთ, ფერს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ავტომობილი არ გყავთ, პლატფორმის პარტნიორ ტაქსოპარკებს თავიანთი ავტომობილების გამოყოფაც შეუძლიათ, რომელთა სანაცვლოდ თქვენ ქირას გადაიხდით," - აღნიშნავს გიორგი
ყველაზე მთავარი კითხვა, ალბათ, მაინც ასე ჟღერს - რა არის თანხის ის მინიმალური ზღვარი, რომელსაც "იანდექს გოუს" პარტნიორი მძღოლი ერთ დღეში გამოიმუშავებს?
როგორც გიორგი ამბობს, დილიდან საღამომდე, საწვავის ხარჯის გამოკლებით, მისი სუფთა მოგება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 50 ლარი ყოფილა. რაც შეეხება კარგ შემთხვევას - ახლახან, ხარჯების გამოკლებით, 1 დღეში 270 ლარი იშოვა.
"ეს ჩვეულებრივი სამსახურია. თუ სამუშაოდ გამოდიხარ, უნდა იმუშაო. განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს. მაღალ დონეზე ასვლაც მარტივია, თუ კარგად მუშაობ. ამაში ისიც გეხმარება, რომ კომპანია ყოველ 10 დღეში ერთხელ გიგზავნის მგზავრების შეფასებებს, რომელთა გათვალისწინებითაც, შეგიძლია უფრო მაღალი შეფასება დაიმსახურო და კიდევ უფრო მეტი გამოიმუშაო", - ამბობს გიორგი.
წყარო: kvira.ge