იუსტიციის სკოლაში, საქართველოს მოსამართლეთა, რიგით 31-ე კონფერენცია დაიწყო, სადაც მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს შეარჩევენ. ამ დროისთვის საბჭოში მოსამართლე წევრის ერთი ვაკანტური ადგილია. ვის შეარჩევენ მოსამართლეები, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. კანდიდატის ნომინირება, კონფერენციაზე მოხდება.
კონფერენცია კიდევ შვიდ საკითხზე იმსჯელებს, დაგეგმილია, რამდენიმე ანგარიშის მოსმენაც. დღესვე დელეგატები სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესახებ ანგარიშს მოისმენენ.
"მე წარვადგენ მოკლე ანგარიშს, საბჭოს საქმიანობას გასული წლის ნოემბრიდან დღემდე. ეს ანგარიში ეხება საბჭოს ძირითადი ფუნქციების განხორციელებას, როგორიც არის მოსამართლეების დანიშვნა, სასწავლო პროგრამების უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს ეყოლება ახალი წევრი, ვინაიდან არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე წევრი არ აგვერჩია,"-აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი.
რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორს. ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით იგი წარადგენს ბოლო 1 წლის საქმიანობის ანგარიშს.
"წარვადგენ ბოლო 1 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელზეც დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური მუშაობს და გვექნება საინტერესო მიგნებებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარდგენილი მოსამართლეთა კონფერენციის მიმართ. არის მდინარე საქმეები, რომელსაც შემდეგ ეტაპზე ესაჭიროება განხილვა. წარდგენილია დასკვნები იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე განსახილველად, რომელზეც გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს,"-განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.